ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი 11:39 სამშაბათი 0 5
23-02-2021, 11:39

ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა
ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განათავსეს - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა დაუდასტურა. ადვოკატები დღესვე გეგმავენ მელიას საპატიმრო დაწესებულებაში მონახულებას.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. ნიკა მელიას უკვე დაკავებას უკვე მოყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.

FACEBOOK კომენტარები