"აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც მთავარი როდიონოვი ზის" - ოპოზიცია 15:00 საათზე აქციისთვის ემზადება 11:44 სამშაბათი 0 2
23-02-2021, 11:44

"აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც მთავარი როდიონოვი ზის" - ოპოზიცია 15:00 საათზე აქციისთვის ემზადება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ოპო­ზი­ცია 15:00 სა­ათ­ზე მთავ­რო­ბის
კან­ცე­ლა­რი­ას­თან შე­იკ­რი­ბე­ბა და აქ­ცი­ას გა­მარ­თავს.

ამის შე­სა­ხებ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ცი­ა­ზე მის­ვლის­კენ მო­უ­წო­და.

"დღეს რე­ჟიმ­მა და ნა­ძი­რა­ლა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ საბ­ჭო­თა არ­მი­ის და­ბა­დე­ბის დღეს გა­და­იქ­ცნენ ბოლ­შე­ვი­კურ რე­ჟი­მად. დღეს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის შე­ნო­ბა­ზე შტურ­მი იყო მი­ტა­ნი­ლი. პი­რო­ბას ვაძ­ლევ ყვე­ლას, რომ ნიკა იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და ეს იქ­ნე­ბა მალე. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­ბის და ბოლ­შე­ვი­კე­ბის ჩვენ არ გვე­ში­ნია

დღეს ეს ოფი­სი არის ეპი­ცენ­ტრი. ეს ოფი­სი და­არ­ბი­ეს, ყვე­ლა ოთა­ხი გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი და­წამ­ლეს. ჩვენ აქე­დან მივ­დი­ვართ კან­ცე­ლა­რი­ას­თან, სა­დაც მთა­ვა­რი რო­დი­ო­ნო­ვი ზის. ყვე­ლას მინ­და მოგ­მარ­თოთ ყვე­ლას, ვინც სახ­ლში ხართ, ვი­საც გა­დარ­დებთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ბედი 15:00 სა­ათ­ზე გე­ლო­დე­ბით კან­ცე­ლა­რი­ას­თან"- აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნო­ი­ძემ.

FACEBOOK კომენტარები