კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა, ყველა სხვა სფეროსთან ერთად ფეხბურთიც დააზარალა.
წამყვანი ევროპული ჩემპიონატებიდან, ერთ-ერთი რომელსაც COVID-19-მა დიდი ზიანი მიაყენა, საფრანგეთის ლიგა 1-ია. შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა გასულ სეზონი ნაადრევად დაასრულეს და სხვა ლიგებისგან განსხვავებით, პაუზის შემდეგ გაგრძელება არ ისურვეს.
JMA a proposé aux joueurs à + de 50k mensuel de baisser leur salaire de 25%. Avec comme possible contrepartie l’acquisition d’actions OL à hauteur des efforts consentis.
— hugo (@hugoguillemet) February 17, 2021
როგორც L'Equipe-ს ჟურნალისტი უგო გუილემი წერს, ლიონის პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ, კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ფეხბურთელების ხელფასების კლება მიიჩნია.
ოლა მოთამაშეებს უკვე ესაუბრა და მათ, ვინც თვეში მინიმუმ 50 ათას ევროს გამოიმუშავებს, ხელფასის 25%-ით დაკლება სთხოვა.
FACEBOOK კომენტარები