პეპესთვის კრიშტიანოსთან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება 21:09 ოთხშაბათი' 0 27
17-02-2021, 21:09

პეპესთვის კრიშტიანოსთან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება

პეპე აღნიშნავს რომ იუვენტუსის წინააღმდეგ პორტუს დაპირისპირება მისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ბრძოლა პეპესა და რონალდუს შორის
იუვენტუსთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრის წინ, პორტუს ცენტრალური მცველი პეპემ, თავის მეგობარზე და პორტუგალიის ნაკრების კაპიტან, დღეს კი ტურინელთა თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუსთან შეხვედრის მოლოდინებზე საუბრობს.

გამარჯვების იმედი გვაქვს, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ამის მიღწევა ძალზე რთული იქნება, - აღიარებს პეპე. - იუვენტუსი ის გუნდია, რომელსაც განკარგულებაში მართლაც რომ დიდი ფეხბურთელები ჰყავს, მათ შორის მსოფლიოში საუკეთესო, კრიშტიანო რონალდუ. ასე რომ, იოლი თამაში ნამდვილად არ გველის. მომავალ ორ შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია და მწვრთნელის მითითებების შესრულებას შევეცდებით, რათა შემდეგ წრეში გავიდეთ.
კრიშტიანოსთან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება, რადგან მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ერთად არაერთხელ გვივარჯიშია, ამიტომაც მისი თამაშის სტილი ვიცი.
მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ იუვენტუსის წინააღმდეგ პორტუს დაპირისპირება ჩემთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ბრძოლა პეპესა და რონალდუს შორის.

FACEBOOK კომენტარები