აბიტებული, შესაძლოა, ალფა რომეოს შეუერთდეს 21:13 ოთხშაბათი' 0 26
17-02-2021, 21:13

აბიტებული, შესაძლოა, ალფა რომეოს შეუერთდეს

აბიტებულმა რენო დატოვა
რენოს ყოფილმა მმართველმა დირექტორმა, სირილ აბიტებულმა, შესაძლოა, საქმიანობა ფორმულა 1-ის გუნდში, ალფა რომეოში გააგრძელოს.

ცნობილი ჟურნალისტის, ფრიც-დიტერ რენკენის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ფრანგი ინჟინერი ხშირად სტუმრობს ალფა რომეოს ბაზას, რაც უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ აბიტებული იტალიურ საჯინიბოში დასაქმდეს.

სირილი რენოს გუნდის წევრი 2001 წლიდან იყო და გუნდის განვითარებაში უდუდესი წვლილი მიუძღვის. უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე მას არაერთ თანამდებობაზე უმუშავია და უდიდეს გამოცდილებას ფლობს. აბიტებულმა რენო გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, რაც კომპანიამ რესტრუქტურიზაცია განიცადა და ამიერიდან, ფორმულა 1-ში ალპინის სახელით იასპარეზებს. 

აქვე მოგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონში ალპინის პილოტები ფერნანდო ალონსო და ესტებან ოკონი იქნებიან. ხოლო, ალფა რომეოს ბოლიდების საჭესტან კიმი რაიკონენსა და ანტონიო ჯოვინაცის ვიხილავთ. 

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი სტარტს 26-28 მარტს, ბაჰრეინის გრან პრით აიღებს და ჩემპიონატი 23 ეტაპისგან იქნება შემდგარი, რომელიც აბუ-დაბიში 12 დეკემბერს დასრულდება.

FACEBOOK კომენტარები