ექსკლუზივი | გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს 21:21 ოთხშაბათი' 0 27
17-02-2021, 21:21

ექსკლუზივი | გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სულ მალე საქართველოს პასპორტს აიღებს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმით ითამაშებს.
 ექსკლუზიური ინფორმაციით, ბელგიური სერაინის ცენტრფორვარდს საქართველოს მოქალაქეობა უახლოეს პერიოდში ექნება და მიქაუტაძე მარტში შეძლებს ვილი სანიოლის განკარგულებაში ყოფნას.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 16-ჯერ ითამაშა და მის აქტივში 15 გატანილი გოლია.

საქართველოს ნაკრები მარტში 3 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შვედებთან სტუმრად 25 მარტს, 28 მარტს ესპანეთთან დინამო არენაზე, ხოლო 31 მარტს საბერძნეთში ადგილობრივ ნაკრებს შეხვდება.

FACEBOOK კომენტარები