ჩაკვეტაძე გოლით დაბრუნდა - გიორგიმ ამხანაგურ მატჩში ითამაშა 21:23 ოთხშაბათი' 0 44
17-02-2021, 21:23

ჩაკვეტაძე გოლით დაბრუნდა - გიორგიმ ამხანაგურ მატჩში ითამაშა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა. 
ჩაკვეტაძემ გენტის 21 წლამდე გუნდის რიგებში, მუსკრონის 21-წლამდელებთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა, შეხვედრა კი გენტის გამანადგურებელი გამარჯვებით, 9:2 დასრულდა. ჩაკვეტაძემ 45 წუთი ითამაშა, გოლი კი 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა. 

ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე კი 4 ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა. 

FACEBOOK კომენტარები